ახალი ამბები
იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოიხსენიებს
ამის შესახებ ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საგარეო საკითხებში იაპონიის სახელმწიფო მინისტრ მინორუ კიუჩის შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რომ იაპონიის პარლამენტი შესაბამისი საკითხის განხილვას 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს. "დღეს ითქვა ძალიან საინტერესო რამ - 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე იაპონიის პარლამენტი განიხილავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოფიციალური სახელწოდება "გრუზია", რომელიც იაპონიაში ჯერჯერობით რჩება, გადაკეთდეს და ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენიებული იყოს, როგორც "ჯორჯია". ვფიქრობ, კიდევ ბევრი სხვა კარგი სიურპრიზი მოყვება ამ ვიზიტს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. რაც შეეხება უშუალოდ იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, ფხალაძე მას "მნიშვნელოვანს" უწოდებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.