ახალი ამბები
პეტრო პოროშენკო - კოალიციის კარი, "ოპოზიციური ბლოკის" გარდა, ყველასთვის ღიაა
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საპარლამენტო კოალიციის შექმნაზე კონსულტაციები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან ათი დღის განმავლობაში დამთავრდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, კოალიციური შეთანხმების ტექსტი პოტენციური კოალიციის ყველა მონაწილის მხრიდან თანხმობის შემდეგ გახდება ცნობილი. "საპარლამენტო კოალიციის საფუძველი პარტია "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" იქნება, "სახალხო ფრონტი" კი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების მთავარი პარტნიორი იქნება", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "სახალხო ფრონტს" მთავარ პარტნიორად მიიჩნევს, თუმცა მისივე თქმით, კოალიციის კარი ღია იქნება ყველასთვის, გარდა "ოპოზიციური ბლოკისა". უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არსენი იაცენიუკის პარტიამ "სახალხო ფრონტი" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 21,71% მიიღო, პეტრო პოროშენკოს ბლოკმა კი 21,62%.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.