ახალი ამბები
პრემიერის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მთავრობის თავმჯდომარე მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა. "საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით. ე.წ. ხელშეკრულების საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მთავრობის წევრებს შორის, ასევე უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ფორმატში. საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებებს, უცხოეთში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მიეცათ კონკრეტული დავალებები. ინფორმაციები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნათ საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა. ამ საკითხზე პრემიერ-მინიტრსა და პრეზიდენტს შორის გაიმართა საუბარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც 28 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.