ახალი ამბები
ირაკლი ალასანია - მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა წარმართონ პოლიტიკოსებმა და არა უშიშროებამ
ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გუშინ, "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის აპირებს აქტიურად ჩაერთოს პარტიის სტრუქტურულ მუშაობაში. `ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კვლავ ამირჩიეთ თავმჯდომარედ. ეს არის თავისუფლების მოყვარე მტკიცე, ძლიერი ხალხის პარტია და დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებში ჩვენს გამარჯვებაში. რაც მთავარია, დაუღალავი შრომა გვექნება იმისთვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება გავშალოთ მთელ საქართველოში. ვაპირებ აქტიურად ჩავერთო პარტიის სტრუქტურის მუშაობაში რეგიონებში ისევე, როგორც დედაქალაქში. ჩემთვის გადამწყვეტია, რომ დემოკრატებმა საზოგადოებასთან ერთად რეალურად შევძლოთ 2012 წლის საერთო გამარჯვების იმ იდეალების ერთგულება, რომლისთვისაც ხმა მოგვცა საზოგადოებამ. ამ გზიდან გადახვევა არ იქნება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გაყოფილი იყოს მმართველი კოალიციისგან და პარტიისგან. რეგიონებშიც და საქართველოში მთლიანად პოლიტიკა წარმართონ პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, თვითმმართველობებმა და არა უშიშროებამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კანონები მივიღოთ, რომელიც გარანტირებულს გახდის თითოეული მოქალაქის დაცულობას და აღარასოდეს უდანაშაულო ადამიანები აღარ მოხვდებიან საპყრობილეში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება მას მერე, როდესაც საზოგადოება გავერთიანდებით და რეალურად დავიწყებთ სახელმწიფოს და რაც მთავარია მთავრობის კონტროლს. ეს იქნება ჩემი და ჩემი პარტიის მთავარი ამოცანა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.