ახალი ამბები
საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გმობს
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმის მეთაურს შორის ხელმოწერილ ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უმრავლესობის ფრაქციები გმობენ აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. ამასთან, ფრაქციები საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავან. "1. აქტიურად განახორციელოს კოორდინირებული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობისათვის ამომწურავი ინფორმაციის რეგულარულ რეჟიმში მიწოდება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ამ უკანონო ქმედებისა და მისი უარყოფითი შედეგების თაობაზე და ამ მიზნით დაუყოვნებლივ განახორციელოს პირდაპირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან; გააგრძელოს აქტიური კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წარმომადგენელთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა სხვა თანათავმჯდომარესთან აღნიშნული ფორმატის მაქსიმალური გამოყენების მიზნით; 2. მიმართოს ყველა ღონეს, რათა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების სრულად შესრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ანექსიის პოლიტიკის შეწყვეტის მოთხოვნამ მაქსიმალურად პრიორიტეტული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო და დასავლეთისა და რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის მწვავედ დააყენოს აღნიშნული საკითხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე. 3. სრულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტები და შეაჯამოს რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში დაწყებული დიალოგის შედეგები და განსაზღვროს აღნიშნული ფორმატის სამომავლო ეფექტიანობის საკითხი. 4. აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო მედიასთან, ანალიტიკურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის საფრთხის აქტუალიზაციის მიზნით; 5. განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ანალოგიურ ქმედებათა გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ გატარებულ პოლიტიკასა და მოთხოვნებში, თვალსაჩინო ადგილი ეკავოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და მათი ანექსიის საფრთხის საკითხებს; 6. გააძლიეროს ძალისხმევა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისა და აფხაზი ხალხის ევროპული პერსპექტივის გასამტკიცებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი სტრატეგიის ფარგლებში; 7. უზრუნველყოს საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერება, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია და ცნობიერების ამაღლება რუსეთის ანექსიური პოლიტიკის პირობებში აფხაზი ხალხის იდენტობის, უსაფრთხოების, კანონიერი ინტერესების სრულფასოვანი დაცვისა და განვითარებისათვის. 8. მიმართოს მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადაგმულ მორიგ ნაბიჯს და გაატაროს კონკრეტული ზომები აღნიშნული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად. ფრაქციები მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (ნატო) ორგანიზაციას: დროულად დაიწყოს ნატოს კარდიფის სამიტზე მიღებული თანამშრომლობის პაკეტის სრულფასოვანი განხორციელება. მოუწოდებენ ევროკავშირს: მაქსიმალურად დააჩქაროს საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. მათ შორის: - ევროკავშირის ქვეყნების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიკაცია; - 2015 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; - საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება," - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.