ახალი ამბები
მოსმენების შესახებ კანონის შეცვლის მოთხოვნით აქციები და მსვლელობები გაიმართება
კამპანია "ეს შენ გეხებაში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პერმანენტულ აქციებსა და მშვიდობიან მსვლელობებს გეგმავენ. აქტივობების მიზანი მოსმენებთან დაკავშირებული კანონის გაპროტესტება და საზოგადოების ინფორმირებულობა იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განუცხადა, მოსმენების კანონის წინააღმდეგ და საზოგადოების ინფორმირების მიზნით დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის პერფომანსების, ვორქშოფების მოწყობაც იგეგმება. "მოსმენებთან დაკავშირებით შსს-ს დომინირება უნდა მორჩეს. ვიდრე სერვერი უწყებიდან არ გამოვა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შსს-ს მოსმენებზე სრული უფლებამოსილება კვლავაც რჩება. მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა აქტივობით ამ საკითხზე მოსახლეობის მობილიზებას მოვახდენთ. არაკონტროლირებული მოსმენების დასრულება მოსახლეობის დაკვეთა იყო. დაიწყება სხვადასხვა აქტივობა. სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით, თემების საზოგადოებრივი განხილვა, დისკუსიები. გაიმართება პერმანენტული აქციები, მშვიდობიანი მსვლელობები. ვფიქრობთ, აქციების მასშტაბი გეოგრაფიულად გავაფართოვოთ, რათა არ იყოს მხოლდო თბილისში, არამედ მოსახლეობას ვამცნოთ, რა არის მოსმენები, რა პრობლემებს შეიცავს, რადგან კვლავაც ჩვენ გვისმენენ. ცალსახად ჩამოყალიბებული ვართ ამ კანონის წინააღმდეგ. ყველანაირად ვეცდებით, კანონი შევცვალით, ვესაუბროთ პოლიტიკურ ჯგუფებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, ყველას ჩართულობით მოვახერხოთ ამ პრობლემის გადაჭრა", - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გუშინ ამ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსა ესწრებოდნენ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი თინათინ ბოლქვაძე," საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (Sida) დირექტორი ზვიად დევდარიანი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.