ახალი ამბები
"რესპუბლიკური პარტია" მმართველ კოალიციას რეფორმების დაჩქარებას სთავაზობს
გასატარებელი რეფორმების თემებზე პარტია კონფერენციას მართავს, სახელწოდებით "დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის". პოლიტიკური დღის წესრიგი, კონსტიტუციური რეფორმა, საგარეო და უშიშროების პოლიტიკის გამოწვევბი, აგრარული პოლიტიკა – ეს ის თემებია, რომელზეც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები დღევანდელ კონფერენციაზე იმსჯელებენ. კონფერენციის წინ პრესკონფერენცია გამართა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოალიციის ეფექტურობა და წინასაარჩევნოდ დასახული რეფორმების დაჩქარება, ამ პროცესში კი "რესპუბლიკური პარტია" ორიენტირებულია თანამშრომლობის გზით კოალიციურ შეთანხმებებს მიაღწიოს. "დღევანდელი შეხვედრა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჯერ "რესპუბლიკურ პარტიაში" დაიწყო და შემდგომ კოალიციაში, მოგვიანებით კი საჯაროდ გავრცელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, კოალიციის ორწლიანი მმართველობის შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. პარტიაში ახალ გამოწვევებზე მსჯელობა დავიწყეთ. მიმდინარეობს მართვის ახალი მექანიზმების გაანალიზება. დემოკრატიული მოდერნიზაცია ჩვენი ევროპული არჩევანია, ხოლო ევროპული არჩევანი ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე გადის", - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტია" თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს კოალიციის ფარგლებში განსაზღვრავს. კონფერენციაში მონაწილეობენ დავით უსუფაშივლი, დავით ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ლევან ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი, გიგლა აგულაშვილი, დავით ზურაბიშვილი, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და "რესპუბლიკური პარტიის" სხვა წარმომადგენლები. ღონისძიება მედიისთვის დახურულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.