ახალი ამბები
მოქალაქეები 2015 წლისთვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავ მინიმუმს ვეღარ დაიბრუნებენ
2015 წელს შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება. ფინანსთა სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით, "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები უკვე პარლამენტშია. მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, დაუბეგრავი მინიმუმის მოქმედების ვადები განისაზღვრება. კერძოდ, "საგადასახდო კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, კანონის ძირითადი ნაწილიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების წესებს ადგენს. შესაბამისი ნორმები ე.წ. გარდამავალ დებულებებში გადადის, სადაც იწერება, რომ ფიზიკური პირი, რომლის ერთობლივი შემოსავალი (ჯერ კიდევ მოქმედ კანონში კი, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზეა საუბარი) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2013 და 2014 წლის განმავლობაში 6000 ლარს არ აღემატება, უფლებამოსილია, კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი. 2013 და 2014 წლების მიხედვით, დაქირავებულს უფლება აქვს, დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ წარადგინოს, მაგრამ არაუგვინესს 2015 წლის 30 სექტემბრისა. მთავრობა კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა შესაძლოა, უარყოფითად აისახოს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინც დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით სარგებლობდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.