ახალი ამბები
მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს
პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა. "კიდევ ერთი დანაპირები, რაც მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, იყო პროკურატურის რეფორმა. ამ საკითხზე უკვე მქონდა პირველადი განხილვები თეა წულუკიანთან, ასევე პროკურატურასთან, მთავრობის წევრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას. პროკურატურა არის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი, ჩვენი მმართველობის პირობებში არ გახდება უკეთესი, ვიდრე არის ახლა. საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა სწორედ ამას გულისხმობს და სწორედ ამისკენ მივისწრაფვით ყველანი ერთად. შესაბამისად, ჩვენ გადავწვიტეთ, რომ გავცეთ ინსტრუქცია, დაიწყოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს თუნდაც ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაში შევლენ ძალოვანი სტრუქტურები, თვითონ პროკურატურა, არაერთი სამინისტრო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი. მინდა ვთხოვო თეა წულუკიანს, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ რეფორმაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ რომელ მოდელს აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, "ეს უნდა აჩვენოს მუშაობის პროცესმა".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.