ახალი ამბები
ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ესტუმრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ესტუმრა. ქართველი სამხედროების მოსანახულებლად ბაზა „მარმალზე" იმყოფებოდა ასევე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი. გენერალ-მაიორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს გაეცნო და ასეულის მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ ბრიფინგი მოისმინა. გენერალური შტაბის უფროსი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა და საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა „მარმალზე" ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰერალდ განტესაც შეხვდა. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს და საპატრულო რაიონს აკონტროლებს. გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.