ოცდაათი ათასზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას, CNN – ის ბრიტანელი ტელეწამყვანის, პირს მორგანის დეპორტაციის მოთხოვნით. მან მკაცრად გააკრიტიკა "იარაღის ამერიკული ლობი", კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში მომხდარი სასაკლაოს შემდეგ.
გასულ კვირას თავის თოქ-შოუში პირს მორგანმა განაცახადა, რომ იარაღის ლობი „უპრეცენდენტოდ სულელია“.
ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, პეტიციას არანაკლებ 25 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი, იმისათვის, რომ დოკუმენტი თეთრმა სახლმა განიხილოს.
ტელეწამყვანი თავის Twitter-ზე არკვევდა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ მის მიღებას დეპორტაციის შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები