ჩინეთმა ოფიციალურად გახსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი მაღალსიჩქარიანი რკინიგზა, რომელმაც პეკინი გუანჩჟაოს კომერციულ ცენტრთან დააკავშირა.
მატარებელი საშუალოდ 300 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს, რაც ორჯერ შეამცირებს დროს, რომელიც საჭიროა დედაქალაქიდან გუნაჩჟოუმდე სამგზავროდ - 22 საათიდან დაახლოებით 10 საათამდე.
ამჟამად სარკინიგზო ტრასა ნაწილობრივ მუშაობს. ტრასის გახსნა მაო ძედუნის დაბადების დღეს უკავშირდება, იტყობინება ადგილობრივი მედია.
ჩქაროსნული რკინიგზები ჩინეთში 2007 წელს გაიხსნა.
bbc
მასალის გამოყენების პირობები