წინასწარი ინფორმაციით, ვილნიუსში დაკავებულია პირი, რომელმაც პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ვილნიუსი–მოსკოვის მიმარულებით მოძრავი ოთხი თვითმფრინავიდან ერთ–ერთში ბომბია ჩადებული. ამის შესახებ ინტერფაქსს წყარომ ლიტვის საგანგებო სიტუაციათა სამსახურიდან აცნობა.
მოსკოვიდან ჩამოფრენილი ორი ლაინერი პოლიციამ უკვე შეამოწმა. რუსული საინფარმაციო სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავებში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.
დღის განმავლობაში ვილნიუსიდან კიდევ ორი რეისია მოსალოდნელი, რომლებიც მოსკოვის აეროპორტებში “Домодедово»-– სა და « Внуково» –ში დაეშვებიან.
მასალის გამოყენების პირობები