ახალი კანონის თანახმად მათ მხოლოდ მოქმედი პასპორტი დასჭირდებათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომუნისტური რევოლუციის შემდეგ მალევე შეზღუდა მოქალაქეთა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა. ახლა მთავრობაში ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთ წასული კუბელები ახალი უნარების შეძენის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდებიან და ქვეყნის ეკონომიკაში ფულს დააბანდებენ.
ამასთან შეზღუდვები ძალაში რჩება სპორტსმენებისა და კუბისთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი კატეგორიის სპეციალისტებისთვის.
გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა დისიდენტები ქვეყნიდან წასვლას.
მასალის გამოყენების პირობები