ჰაერში 11 ათასი მეტრის სიმაღლეზე იშვიათად თუ იბადება ვინმე! ერევანში ჩაფრენილი „ბოინგ–777“ – ის ბორტზე ერთი მგზავრით მეტი აღმოჩნდა.
ავიაკომპანია „არმავიას“ მგზავრმა ნოვოსიბირსკიდან ერევანში გადაფრენისას თვითმფრინავში იმშობიარა. ქალბატონის განცხადებით, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და ის მადლიერია ბორტგამცილებლებისა, რომლებმაც მას კვალიფიციური დახმარება გაუწიეს. ახალშობილ გოგონას, ერთ–ერთი სტიუარდესას პატივსაცემად ასმიკი დაარქვეს.
euronews
მასალის გამოყენების პირობები