რუსეთსა და ტაჯიკეთს 2014 წლის შემდეგ რუსეთ–ტაჯიკეთის საზღვრის თავდაცვის რეჟიმის გააქტიურება სურთ, განცხადება ამის შესახებ დუშანბეში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა.
სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებები ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ემომალი რახმანთან და თავის ტაჯიკელ კოლეგასთან ხამროხონ ზარიფისთნ გამართა.
საერთაშორისო კოალიციის ჯარები 2014 წელს ავღანეთიდან გასვლას გეგმავენ. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ძირითადი სამხედრო ნაწილების გაყვანის შემდეგ ქვეყანაში მხოლოდ მცირე კონტინგენტი დარჩება - სავარაუდოდ 6 – დან 15 ათასამდე სამხედრო მოსმსახურის შემადგენლობით – ავღანეთის არმიის გადასამზადებლად.
მასალის გამოყენების პირობები