ახალი ამბები
დღეს ნიკოლოზობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება.წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღე აღინიშნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.