ახალი ამბები
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა
2-3 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეწვევა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, ესტონეთის პრეზიდენტს შეხვედრები ექნება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, ბოლოს ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს 2011 წელს ეწვია და ახლა ოთხი წლის შემდეგ ტოომას ჰენდრიკ ილვესი ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი. "ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები ესტონეთთან არის იდეალური. ესტონეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროატლანტიკური მისწრაფებები თუ სხვა ეკონომიკური საკითხები, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი", - განაცხადა კერესელიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.