ახალი ამბები
საქართველოს ბიზნესის ნდობის ინდექსი რეკორდულად დაეცა
საქართველოს ბიზნესის ნდობის ინდექსი სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეშვა, - ამის შესახებ ISET-ის კვლევაშია ნათქვამი. ISET-ის კვლევის მიხედვით, 2014 წლის უდიდეს ნაწილში და 2015 წლის პირველ კვარტალში მუდმივი ოპტიმიზმის შემდეგ, საქართველოს ბიზნესნდობა 24.5 პუნქტით დაეცა. შკალაზე -100; 100 საქართველოს 3.6 ქულა აქვს, რაც მისთვის ყველა დროის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კვლევის მიხედვით, რომელშიც 168 კომპანია მონაწილეობდა, საქართველოში ბიზნესის ნდობა ყველა მაჩვენებლით შემცირდა, ეს შეეხო ყველა სექტორსა და ყველა ზომის ბიზნესს. "მეტიც, ის აისახა ბიზნესის აღქმაზეც, რომელიც როგორც მიმდინარე საქმიანობასა და მოლოდინს, ასევე მომავალს ეხება", - ნათქვამია განცხადებაში. ISET-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის ნდობის მკვეთრი დაცემა დაკავშირებულია ლარის გაუფასურებასთან და პოლიტიკურ დავასთან, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოჰყვა. ბიზნესის ნდობის შემცირება ქართველი მომხმარებლის ნდობის მუდმივ, შვიდთვიან ვარდნას მოჰყვა, რომელმაც მომხმარებლის მოთხოვნასა და მიწოდებაზე გავლენა იქონია. ISET-ის კვლევის მიხედვით, საცალო გაყიდვის სექტორი პირველი იყო, რომელმაც მოთხოვნის მკვეთრი დაცემა იგრძნო და მეორე კვარტლის მონაცემებით, ფინანსურ სექტორშიც პრობლემები იქნება. "მეორე კვარტალის მონაცემებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ფინანსურ სექტორშიც პრობლემები იქნება. ფინანსური სექტორის ნდობა 50.8 პუნქტით დაეცა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. 2015 წლის პირველ კვარტალში ფინანსური სექტორის ნდობის მაჩვენებელი 50.9 პუნქტი იყო, მეორე კვარტლის მონაცემებით კი, საქართველოს 0.1 ქულა აქვს", - ნათქვამია ISET-ის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.