ახალი ამბები
ევროპარლამენტის რეზოლუცია - რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის
რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის, - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ცნობით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული. "ევროკავშირმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რათა შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიულ და განსხვავებულ პოლიტიკას", - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც 494-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი, 135 კი წინააღმდეგ გამოვიდა. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს შეიმუშავოს რუსეთთან და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის სამომავლო სტრატეგია. ამასთან დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა უნდა დახარჯოს უფრო მეტი იმისათვის, რათა რუსულ პროპაგანდასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთში დამოუკიდებელ მოქალაქეთა ჯგუფებს დაეხმაროს. ევროპარლამენტის წევრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში აგრესიული ქმედებების გაგრძელებამ ევროპასა და რუსეთს შორის კავშირები ჩიხში შეიყვანა. მისივე განცხადებით, ახლა მოსკოვზეა დამოკიდებული თუ რომელ გზას აირჩევს - თანამშრომლობის თუ იზოლაციის გაღრმავების. ევროკავშირის ლიდერები 25-26 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე რუსეთთან დაკავშირებით ბლოკის პოლიტიკის შესახებ იმსჯელებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.