ახალი ამბები
არგენტინასთან, ურუგვაისა და ჩილესთან ორდინალური პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ ამერიკის სამ ქვეყანას: არგენტინას, ურუგვაისა და ჩილეს ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტი დღეს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება. "რეგიონალური ტურნეს ფარლებში, ყურადღება გამახვილდება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობაზე. როგორც ცნობილია, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია, როგორც რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისკენ, ისე პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ", - განაცხადა დავით კერესელიძემ. ტურნეს ფარგლებში პირველი ვიზიტი შედგება არგენტინაში, კერძოდ, ბუენოს-აირესში. თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ამადო ბუდუს და საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრ ექტორ ტიმერს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებათა პაკეტს: "საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ". ასევე, არგენტინაში ხელი მოეწერება შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ეკონომიკის საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. 24 ივნისს, თამარ ბერუჩაშვილი ურუგვაის ეწვევა, სადაც შეხვდება ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტ რაულ სენდიკს, ასევე ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრ ნინ ნოვოას. ამ ვიზიტის დროს ასევე გაფორმდება შეთანხმება ურუგვაისა და საქართველოს შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. რაც შეეხება ჩილეს, ჩილეში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება კოლეგას, ერალდო მუნიოს და შეხვედრა გაიმართება ჩილეს ეროვნულ კონგრესში. ასევე, ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.