ახალი ამბები
ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ქართული სამხედრო ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მზადაა. ქართველი სამხედროები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გააცილეს. გაცილების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა: „ქართული სახელმწიფოს სიმტკიცე თქვენზე დგას. ავღანეთში ქართველი მეომრების საქმიანობა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უყურებს და რითიც გვაფასებს მთელი მსოფლიო. როგორი იქნებით თქვენ, როგორები იქნებით ავღანეთში, დიდწილად არის ამაზე დამოკიდებული ქვეყნის ავტორიტეტი. დღეს თუკი საქართველოს პატივს სცემენ სადმე, დედამიწის რომელიმე წერტილში, თუკი საქართველო ამაყად დადის ნატოს დერეფნებში, თუკი საქართველოსთვის კარი ყველგან ღიაა, პირველ რიგში ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით თქვენ“, - განაცხადა ხიდაშელმა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ცერემონიალის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები III ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სწრაფი რეაგირების ასეული. ქვედანაყოფი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველმა სამხედროებმა მომზადება ივნისში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, ხუთთვიანი სწავლება გაიარეს. ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.