კამბოჯაში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა იენგ სარი , „წითელი ქხმერების“ მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. მას ბრალი ედებოდა კაცობრიობის წიააღმდეგ ჩადენილ, ასევე სამხედრო დანაშაულებებსა და გენოციდში.
გარდაცვლილი პოლიტიკოსი, „წითელი ქხმერების“ ლიდერის პოლ პოტის ნათესავი და ამ მაოიუსტური ორგანიზაციის თანადამფუძნებელი იყო .
ექს-მინისტრის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები 1975-79 წლებს ეხება, როდესაც ქვეყანაში, რომელსაც მაშინ დემოკრატიული კამპუჩია ერქვა, “წითელმა ქხმერებმა“ 2 მილიონამდე კამბოჯის მოქალაქე გაანადგურეს, რაც მთელი მოსახლეობის 25 %-ს შეადგენდა. ასეთი სისხლიანი რეჟიმი, საკუთარი მოქალაქეებისადმი მსოფლიოს არ ახსოვს.
კომპბოჯის მეფემ იენგ სარი 1996 წელს, „ წითელი ქხმერების“ საბოლოო კაპიტულაციის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში, შეიწყალა. 2012 წელს მის საქმეზე სასამრთლო პროცესი ისევ განახლდა.
მასალის გამოყენების პირობები