ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,ხელშეკრულება ძალაში გუშინ შევიდა და მისი განხორციელება 1-ელი იანვრიდან დაიწყება. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,ფრანგულ მხარესთან მსგავსი სახის ხელშკერულებების გაფორმება პოლიტიკური ნების გარეშე ვერ მოხდებოდა. "მეორე ეტაპი უკვე დავასრულეთ.დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას.ფრანგებმა საოცარი ხარისხის პარტნიორობა, მოწადინება,ნდობა გვაჩვენეს. ასეთი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, პოლიტიკური ნების გარეშე არ მიიღება, რადგან, საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო ისეთი ცალსახა პოზიცია. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არანაირ ემბარგოზე საქართველოსთან მიმართებაში აღარ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე მიზანს, მათ შორის, თემის დივერსიფიკაცია მოვახდინეთ და ფუნდამენტური საძირკველი მივიღეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ნებისმიერი სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტისთვის ველაპარაკოთ. კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით", - განაცხადა მინისტრმა. თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგულ კომპანიებს პარტნიორობის მაღალი ნდობისათვის მადლობა გადაუხადა: "დიდი მადლობა ფრანგულ მხარეს, ფრანგულ სახელმწიფოსა და ამ კონკრეტულ კომპანიებს იმისათვის, რომ მთელი ეს პროცესი პარტნიორობის მაღალი ნდობის და საქართველოსთვის წარმატებაში დაინტერესების სულისკვეთებით წარიმართა.ეს ამ ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დებულებაში ჩანს". საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების დეტალების საკითხებსა და მის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მთავარსარდალთან და პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში გეგმავს შეხვედრებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.