ახალი ამბები
ზვიად სიჭინავა ზუგდიდში დაბრუნებას არ გამორიცხავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა მომავალ არჩევნებში მონაწილეობასა და ზუგდიდში დაბრუნებას არ გამორიცხავს. “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ფეხბურთში. „თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთისთვის და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც “გავაფუჭო” საქმე. ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი”. სიჭინავას თქმით, ის მხარს დაუჭერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც სახელმწიფო 250 მილიონ ლარს ანდობს. “რეალური პროექტია თუ არა? ამის გადამოწმება მარტივია: სექტემბერში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევა და როცა წავიკითხავ, რომ 2016 წელს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონია განსაზღვრული, ორივე ხელით დავუჭერ მხარს სახელმწიფოს ფავორიტ კანდიდატს”, – განაცხადა სიჭინავამ. მისი თქმით, ის სუპერთასის შემდეგ “უეფა”- სთან ანგარიშს გაასწორებს, აგვისტოს ბოლოსთვის კი აღმასკომის სხდომას მოიწვევს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.