არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული ბუენოს–აირესის პროვიცნიაში დაღუპულთა გამო, რომელთა რიცხვმა 50 –ს გადააჭარბა. წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. ყველაზე მეტად უამინდობისგან ორი მსხვილი ქალაქი – ქვეყნის დედაქალაქი ბუენოს–აირესი და ლა–პატა დაზარალდა, სადაც კოკისპირული წვიმა რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ლა–პლატაში 40–მდე ადამიანია დაღუპული.
პროვინციის გუბერნატორმა დანიელ სკიოლიმ განაცხადა , რომ ამ ქალაქის მცხოვრებლებს აქამდე მსგავსი არაფერი უნახავთ.
მასალის გამოყენების პირობები