იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დემოკრატიული პარტიის წევრის ენრიკო ლეტას კანდიდატურა წარადგინა და მას ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა.
ახალი პრემიერის დანიშვნამ ბოლო უნდა მოუღოს პოლიტიკურ კრიზისს იტალიაში , რომელიც თებერვალში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
არჩევნების შედეგებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა- ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მიიღო მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელი ხმათა უმრაველოსობა.
ენრიკო ლეტას განცხადებით, ის შეეცდება საბიუჯეტო ეკონომიის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს.
46-წლის პოლიტიკოსის თქმით, ის კარგად აცნობიერებს თავის პასუხიმსგებლობას და იმას, რომ თანამდებობა ჩაიბარა იმ პერიოდში როდესაც იტალიურმა პოლიტიკურმა წრეებმა „ყოველგვარი ავტორიტეტი "დაკარგეს.სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები