ახალ ორლეანში, დედის დღისადმი მიძღვნილ პარადზე ატეხილი სროლის შედეგად 19 ადამიანი დაიჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, ინცინდენტის დროს 10 მამაკაცი, 7 ქალი და ორი ბავშვი - 10 წლის გოგონა და ბიჭი დაზარალდნენ.
დაჭრილთა უმრავლესობის ჭრილობები მუსუბუქი ხასიათსაა. პოლიცია ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ოპერაციას ატარებს.
მოწმეების განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან სამი შეიარაღებული მამაკაცი მიიმალა.
მასალის გამოყენების პირობები