ახალი ამბები
აფხაზეთში პასპორტიზაციის დაწყებიდან დღემდე 52 800 ახალი პასპორტი გაიცა
დე ფაქტო აფხაზეთის რაიონული საპასპორტო განყოფილებების წარმომადგენლებმა, პასპორტების და ბინადრობის უფლების გაცემის პროცესთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას ანგარიში წარუდგინეს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტების გაცემიდან დღემდე „აფხაზეთის მოქალაქის“ 52 800 ახალი პასპორტი გაიცა.

„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს მოსახლეობასთან შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება დაავალა, რადგან, ძველი ტიპის პასპორტების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს იწურება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა დაჩქარდეს ბინადრობის უფლების გაცემის პროცესიც.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ გამართულ თათბირზე, ასევე, „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. გამოცემის ცნობით, შსს-მ ერთი კვირის განმავლობაში, პასპორტიზაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შესაბამისი წინადადებები უნდა შეიმუშაოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.