საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 137 %-ით გაიზარდა 									
			
		
						
			
			
			
								შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის იანვირდან ოქტომბრის
ჩათვლით ოჯახში ძალადობის შემთხვევები, თითქმის, 3-ჯერ გაიზარდა. 
უწყების ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში ოჯახში ძალადობის 4094 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 2017 წლის მონაცემზე (1725) 2369 -ით მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 127, 33%-ით არის გაზრდილი. 
სულ რეგისტრირებული დანაშაულიდან კი სამართალდამცავებმა 2532 (61, 85%) ფაქტი გახსნეს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები