პალეონტოლოგების ჯგუფის წევრებმა, 20-დღიანი ექსპედიციის ფარგლებში, ჩრდილოეთ მექსიკის უდაბნოში ქვად ქცეული 72 მილიონი წლის დინოზავრის კუდი აღმოაჩინეს.
აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულმა ინსტიტუტმა 5 აგვისტოს გაავრცელა.
"5-მეტრიანი კუდი კარგად შენახულია და პირველია, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ მექსიკაში",- განაცხადა ინსტიტუტის დირექტორმა ფრანცისკო აგილარმა.
მეცნიერებმა აღმოჩენილი კუდი ხადროზავრის ჯიშის დინოზავრს მიაკუთვნეს. აგილარის მტკიცებით, აღმოჩენილი კუდის ზომა დინოზავრის მთლიანი სიგრძის ნახევარს შეადგენს.
პალეონტოლოგებმა კუდზე 50 მალა დათვალეს და ისიც ივარაუდეს, რომ დინოზავრის სიკვდილის მიზეზი სიმსივნე ან ართრიტი გახდა.
წყარო: Reuters
მასალის გამოყენების პირობები