დღეს,საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.სინოპტიკოსების თქმით, დღეს დაფიქსირებული ტემპერატურა, ივნისის თვეში ყველაზე მაღალი იქნება.როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 36 გრადუსია მოსალოდნელი.მსგავსი სიცხეები ივნისის თვეში ბოლოს 1966 წელს დაფიქსირდა.სინოპტიკოსების ვარაუდით, ხვალ ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, 17 ივნისიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს, თბილისში 35 გრადუსია მოსალოდნელი, 17 ივნისიდან კი, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები