Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/saitistvis1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ახალი ამბები
ბიზნესმენი ანაკლიაში ორი 44 სართულიანი ფინანსური და სასტუმრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს
ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა ანაკლიაში ორი 44 სართულიანი ფინანსური და სასტუმრო ცენტის მშენებლობას გეგმავს. ქარჩავას განმარტებით, მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2016 წელს დასრულდება. “ყველაფერი მოგვარებულია, პროექტიც და ფინანსური საკითხებიც. ფინანსური და სასტუმრო ცენტი „ანაკლია“ აშენდება იქ, სადაც ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩემს და ხალხის კერძო მიწებზე „ლაზიკა პორტის“ მშენებლობას აპირებდა“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ თეიმურაზ ქარჩავამ. მისივე განცხადებით, ფინანსური ცენტრის მშენებლობისთვის 130 მილიონი ლარი დაიხარჯება. ცნობისთვის, თაიმურაზ ქარჩავას ანაკლიის ტერიტორიაზე „ანაკლია პორტი“ უნდა აეშენებინა. მან პორტის მშენებლობის უფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის № 732 განკარგულების საფუძველზე მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, „ანაკლია პორტის“ მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო და მასში 5-6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო. თეიმურაზ ქარჩავას განცხადებით, „ანაკლია პორტის“ მშენებლობას ხელი ყოფილმა მთავრობამ შეუშალა და მის ადგილას „ლაზიკა პორტის“ მშენებლობა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრომ შპს „ანაკლია პორტს“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებების გამო 2012 წლის სექტემბერში უჩივლა. უწყება სასამართლოს შპს-სთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“, ჯარიმის სახით, 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. შპს-მ აღნიშნული საქმე ქუთაისის საპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თეიმურაზ ქარჩავამ როგორც რადიო „ათინათს“ განუცხადა, ქუთაისის საპელაციო სასამართლოში, „ანაკლია პორტის“ საქმის განხილვა გუშინ, 20 აგვიტოს დაასრულა. მისივე განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის სექტემბრში გახდება ცნობილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.