ახალი ამბები
წალენჯიხაში "დემოკრატიის ჰაბი" გაიხსნა
წალენჯიხაში საერთაშორისო ორგანიზაციამ "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD) ახალი ოფისი - "დემოკრატიის ჰაბი" გახსნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "დემოკრატიის ჰაბი" იქნება ადგილი, სადაც ექსპერტებთან ერთად მოეწყობა შეხვედრები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე, მისიის ნაწილია დაარსებული ბიბლიოთეკის შევსება, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო წიგნიერებას და ღია იქნება ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანებისთვის. მოქალაქეები შეძლებენ კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას, ექნებათ წვდომა თანამედროვე და კლასიკურ,ქართულ და უცხოენოვან, მხატვრულ და დარგობრივ ლიტერატურაზე.

EECMD წალენჯიხაში პირველ ეტაპზე შემდეგი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების პროგრამები;

საზოგადოებისა და თვითმმართველობის თანამშრომლობის, თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ანტი-დემოკრატიული პროპაგანდისა და ტენდენციების საწინააღმდეგო სამოქალაქო, სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება.

დემოკრატიის ჰაბის გახსნასთან ერთად, EECMD აფართოებს პროექტს - Drive Democracy და აქამდე არსებული 5 ქალაქის ( თბილისი, გორი,ქუთაისი,თელავი და ბათუმი) გარდა, იწყებს მონაწილეების მიღებას წალენჯიხიდანაც.

Drive Democracy -ის პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით ემსახურება რამდენიმე ძირითად საკითხს. მათ შორის, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას.

პროექტი, ასევე მიმართულია ზოგადად , პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ საქართველოში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.