ახალი ამბები
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 18 165 854 ლარია. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული თანხა იმ სესხის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან "საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის" პროგრამის განსახორციელებლად აიღო.

ტენდერში წინადადებების მიღება 18-დან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ კი მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დაასრულოს.

საპრეზიდენტო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა. სამუშაოების დაწყება წინა წელსაც იყო დაგეგმილი. ცენტრი დადიანების სასახლის ეზოს მიმდებარედ, ყოფილი მეოთხე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. მისი აშენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის მარტში დააანონსა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.