ახალი ამბები
ტოვებს თუ არა თანამდებობას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად ქარჩავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის კომენტარებში მას წარმატებებს უსურვებენ და გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ბაღის ადმინისტრაცია მისი სახით კომპეტენტურ კადრს კარგავს.

კითხვაზე, დატოვა თუ არა თანამდებობა, ქარჩავამ რადიო "ათინათს" უპასუხა, რომ არა, ასევე, დასძინა, რომ 1-ელ სექტემბრამდე შვებულებაშია და უცნობია, განიხილება თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ის ამბობს, რომ შესაძლოა სხვა პოზიციაზე გადასვლა შესთავაზონ, რასაც თვითონ არ დათანხმდება.

"შვებულებაში ვარ ამ ეტაპზე. სხვა პოზიციაზე საკუთარ თავს ვერ ვხედავ", - გვეუბნება ზვიად ქარჩავა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბაღის ააიპ-ის ხელმძღვანელობაში ცვლილებების განხორციელება, მერიაში კონკრეტულ პასუხს არ ამბობენ. პრესსამსახურში მხოლოდ მისი შვებულებაში გასვლის ფაქტი დაადასტურეს.

ზვიად ქარჩავა აღნიშნულ პოზიციას 2016 წლის აგვისტოდან იკავებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.