ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ბოტანიკურს დაფინანსებას უზრდის - ბიუჯეტის პროექტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამისთვის 980 000 ლარია გათვალისწინებული. დოკუმენტში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ დაფინანსების ზრდა შემოსავლების გათვალისწინებით ხდება და მიმდინარე წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 130 ათასი ლარით მეტია.

"ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" მიერ, გასულ წელს მიღწეული იქნა გარკვეული დადებითი შედეგები. ცენტრის მიერ 2021 წელს სუბსიდიის სახით მიღებული დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სამუშაოები", - ვკითხულობთ დოკუმენტში. აქვე მითითებულია, რომ 2021 წელს სუბსიდიის სახით გამოყოფილი 850 ათასი ლარიდან ძირითადი ნაწილი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას მოხმარდა.

პირველი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლა ფასიანია, რასაც ადგილობრივების უმეტესი ნაწილი უარყოფითად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქში არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქციები.

გაფასიანებიდან ბაღმა შემოსავლის სახით 129 596 ლარი მიიღო. 


ამავე თემაზე: 

რა თანხა მიიღო ზუგდიდმა ბოტანიკური ბაღიდან 9 თვეში - დავა ბაღის გაფასიანებაზე გრძელდება

ბაღში შესვლა ფასიანი უნდა იყოს - ზუგდიდის ბოტანიკურის ახალი დირექტორი

ზუგდიდის მერიის წინ ბანერი "გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი!" გამოფინეს

ზუგდიდის საკრებულომ მერიას ბოტანიკურში შესვლაზე საფასურის გაუქმების განხილვის რეკომენდაცია მისცა

უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი

ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციაზე, ბოტანიკურში უფასო შესვლის მოთხოვნით

„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში

"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.