ახალი ამბები
პრეზიდენტს არ შეუძლია მოლაპარაკება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე - შამბა ბჟანიას მოსკოვში ვიზიტზე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპულიკის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით ზოგიერთი ინტერნეტ - რესურსი აფხაზი ლიდერის გამგზავრების შემდეგ აქტიურად განიხილავდა "რუსეთის ფედერაციაში რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის, აფხაზეთის გაერთიანების საკითხს".

შამბამ "Апсны-иахьа" - სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "აფხაზეთის პრეზიდენტს არ შეუძლია მოლაპარაკება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე, რადგან აფხაზეთის "კონსტიტუცია არ იძლევა ამ თემის განხილვის საშუალებას".

"ასეთი საკითხები ასე არ წყდება - პრეზიდენტი წავიდა, უცებ დაბრუნდა და ჩვენ უკვე რუსეთის ნაწილი ვართ... ", - აღნიშნა შამბამ.

მისი თქმით, ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" გაემგზავრა, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შესახვედრად და უახლოეს დღეებში თავად შამბაც მიემგზავრება რუსეთის დედაქალაქში, კოლეგებთან ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.

"ერთადერთი, რაზეც ვერასოდეს წავალთ და ამ თემებს არც კი განვიხილავთ – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დათმობაა... საექსპერტო შეფასების დონეზე განიხილება სხვადასხვა საკითხები ევრაზიულ კავშირში, ევროკავშირის ტიპის , შესაძლო სამომავლო კონფიგურაციების შესახებ. მსგავსი შეთავაზებები არც კი მიგვიღია. ეს მხოლოდ ვარაუდებია, რომელთა განხილვაც ახლა რთულია. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მსგავსი რამეზე არ გვისაუბრია. ჩვენ მხოლოდ ის გავიგეთ ოფიციალური პირებისგან, რომ აფხაზეთის აღიარება განხილვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ საუბრობდნენ რუსეთის პრეზიდენტიც და სხვა ოფიციალური პირებიც", - განაცხადა შამბამ.

16 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ შეხვედრებს გამართავს ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსათან, ასევე შეხვდება თვითაღიარებული რესპუბლიკებისს პრეზიდენტებს ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევს, წერს "ეხო კავკაზა".

მანამდე აფხაზური მედია "პრეზიდენტის ადმინისტრაცაზე" დაყრდნობით წერდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია "სამუშაო ვიზიტით" მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

მოსკოვში "ვიზიტით" გაემგზავრა ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრი" ინალ არძინბა, რომელიც უწყების ინფორმაციით, "აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვას გეგმავს რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან".

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ "პუტინის განრიგში არ არის გათვალისწინებული შეხვედრები აფხაზეთის პრეზიდენტთან".

უფრო ადრე, კრემლმა პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა დააანონსა. ლუკაშენკომ დღეს დაადასტურა, რომ პუტინს 17 თებერვალს შეხვდება.

16 თებერვალს აფხაზური მედია "პრეზიდენტის ადმინისტრაცაზე" დაყრდნობით წერდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია "სამუშაო ვიზიტით" მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

უფრო გვიან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ შეხვედრებს გამართავს ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსათან, ასევე შეხვდება თვითაღიარებული რესპუბლიკებისს პრეზიდენტებს ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევს.

ამავე თემაზე:

ბჟანია, გაგლოევი და ლუკაშენკო , სავარაუდოდ, პუტინს შეხვდებიან - მედია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა მიმდინარეობს.
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.