ახალი ამბები
„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ - ზუგდიდში „აგენტის კანონს“ ისევ გააპროტესტებენ
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი ზუგდიდში აანონსებს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციას სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 29 აპრილს, 18 საათზე, შეიკრიბონ მერიასთან, "რათა კიდევ ერთხელ უჩვენონ ხელისუფლებას, რომ არ ეგუებიან ქვეყნის რუსეთისკენ სვლას".

„არის დრო, როდესაც დუმილი ბოროტების მხარეს დგომას ნიშნავს. ასეთი დროა აქ და ახლა.

როდესაც ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს. ერთის მხრივ რუსული კანონით ცდილობს ჩამოიშოროს ყველა, ვინც მის ქვეყნისთვის მტრულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მეორეს მხრივ კი ცდილობს, ოფშორების კანონით სასათბურე პირობები შექმნას უკონტროლო ფინანსების შემოდინებისა და შავი ფულის გათეთრებისთვის - ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, გამოვიდეთ და ხმამაღლა ვთქვათ - არა რუსულ კანონს!

თუ ფიქრობ, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის მაშინ შენი ადგილი ჩვენს გვერდითაა და შენი ხმა მნიშვნელოვანია!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან 17 და 18 აპრილსაც შეიკრიბნენ, რა დროსაც საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.

მანამდე 15 აპრილს, მოქალაქეებმა, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, გააპროტესტეს ე.წ უცხოელი აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში ხელმეორედ დაინიცირება. აქცია მიმდინარეობდა სლოგანით: "არა რუსულ კანონს"

ინფორმაციისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი კონტრაქციის ჩატარებას, 29 აპრილს, თბილისში გეგმავს. ამის შესახებ პარტიამ განცხადება 22 აპრილს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს „მხარდამჭერთა თხოვნაა“.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

მის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში წინ უძღოდა "ქართული ოცნების" წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ხმაური და დაპირისპირება.

კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.

აგენტების კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ. თოლორაიამ და ბერაიამ კანონს ხმა გასულ წელსაც მისცეს, ისევე, როგორც შემდეგ მის გაწვევას. პირველი მოსმენით კანონს, შარშანდლის მსგავსად, მხარი დაუჭირა მესტიის ყოფილმა მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემაც.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ევროპარლამენტმა 25 არპილს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც კომისიასა და ბლოკის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს არ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, სანამ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.