ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსუდან ფაცაცია დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს - TI
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რუსუდან ფაცაციამ 2024 წლის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება, ხელფასი და შვილის უძრავი ქონება არ მიუთითა. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში ვკითხულობთ.

კერძოდ, საქმე ეხება ზუგდიდში, სოფელ ინგირში 5503 კვ.მ. ნაკვეთს და მასზე არსებულ 578.3 კვ.მ. შენობა-ნაგებობებას, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე, N7 და N39-ში არსებულ ბინებსა და ავტოფახებს, გრიგოლ ფერაძის ქუჩა, N20ა-ში 1199 კვ.მ. ნაკვეთსა და 469.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობებს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია წერს, რომ რუსუდან ფაცაციამ დეკლარაციაში არ ასახა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.

"მან, ასევე, არ მიუთითა საკუთარი შვილის, ნიკა წყაროზიას, უძრავი ქონება:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი - 2300 კვ.მ. ნაკვეთი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი - 4907 კვ.მ. ნაკვეთი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი - 2802 კვ.მ. ნაკვეთი", - განმარტავს TI.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს რუსუდან ფაცაციას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება. 



ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.