ახალი ამბები
წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. მდინარეების ადიდების შედეგად დაზიანებულია გზები, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართული და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები მწყობრიდანაა გამოსული. ამის შესახებ რადიო "ათინათს" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.

"მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა და რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული დააზიანა: ჯგალი, მედანი, ჯვარი და ჩქვალერი. მდინარეები გადმოვიდნენ კალაპოტიდან, შიდა საუბნო გზებია დაზიანებული, მთლიანად ჩამოიშალა მთიდან ქვა-ღორღი. ზოგან გადაკეტილია როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზები. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილას მაღალი ძაბვის ბოძები დაზიანდა და წაიქცა, რის გამო ძალიან ბევრ ადმინისტრაციულ ერთეულს და წალენჯიხის ცალკეულ უბნებს არ მიეწოდებოდა შუქი, ამ ეტაპზე წალენჯიხის ცენტრში აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება", - განმარტავს ის

მისივე თქმით, ახლა მერიის წარმომადგენლები ადგილზე ათვალიერებენ მომხდარს, ზარალს შეაჯამებენ დღის ბოლოს და დაიწყებენ თანხების მობილიზებას.



ფოტო: თამარ ბელქანიას ფეისბუქ გვერდი


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.