ახალი ამბები
გალის რაიონის სოფლებში „პროფილაქტიკური“ რეიდები ჩაატარეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გალის რაიონში ერთობლივი რეიდი ჩაატარეს.

„გალ მედიას“ თანახმად, „პროფილაქტიკური ღონისძიებები“ ნაბაკევში, ფიჩორში, ოტობაიასა და თაგილონში ჩაატარეს. ამავე ცნობით, მათი მიზანია ე.წ. საზღვარზე „მიგრაციის უკანონო არხების“ აღკვეთა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სუს - მა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში ე.წ. საზღვრის „უკანონო კვეთის ხელშეწყობისთვის“ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი დაგმეს და განაცხადეს, რომ “ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით”.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, მას ბრალად ედება "ჯაშუშობა" და ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა; ირაკლი ბებუა, რომელსაც დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" ბრალდებით 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ამავე თემაზე:

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ოტობაიაში უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - სუს-ი

აფხაზეთში ქრისტინა თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გალში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს სოხუმის სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

"ჯაშუშობის" ბრალდებით აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე ირაკლი ბებუას საქმე განიხილეს - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

"აფხაზური" დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთლობის მდგომარეობა დამძიმდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.