ახალი ამბები
ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებულებს პირადობებს ართმევენ - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, ზუგდიდში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებული პირებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უკანონოდ ჩამორთმევისა

და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ორგანიზაცია საარჩევნო დარღვევების LIVE ბლოგში წერს.

TI-ის ცნობით, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებულმა აღნიშნული ინფორმაცია პირად საუბარში გაუმხილა ორგანიზაციის წარმომადგენელს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დეპარტამენტის თანამშრომელმა თქვა, რომ სამსახურში მათგან ითხოვენ ოჯახის იმ წევრების და ნათესავების პერსონალური მონაცემების შემცველი სიების წარდგენას, რომლებიც პარტია „ქართული ოცნებისთვის“ აპირებენ ხმის მიცემას, ხოლო ოპოზიციურად განწყობილ პირებს კი სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემას.

„გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევას და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას ქვეყანაში მასშტაბური და სისტემური ხასიათი აქვს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აქვე იკვეთება იმგვარი კანონდარღვევებიც, როგორებიცაა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, - აღნიშნავს TI.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კვლევაში აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბური სქემა კვლავ მოქმედებს. აუცილებელია ყველა ასეთი ფაქტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

ინფორმაციისთვის, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ 22 ოქტომბერს მსგავსი კანონდარღვევის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიტანას ავალდებულებდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.