ახალი ამბები
აფხაზურ „პარლამენტში“ მინისტრთა კაბინეტის და პრემიერის თანამდებობის გაუქმების საკითხებზე იმსჯელებენ

აფხაზურ ე.წ. პარლამენტში დაიწყეს „საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა“, რომელიც ითვალისწინებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, წერს „აფსნიპრესი“.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტს ამჟამად ალექსანდრე ანქვაბი იკავებს.

 

ამავე ცნობით,  „კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებები, „პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე“ განიხილეს. დოკუმენტი „საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის“ მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მომზადდა. 

აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციის თანახმად, "კანონპროექტში" შესატანი ცვლილებების შესაბამისად , „პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარლამენტის მიერ მინისტრობის კანდიდატების წარდგენაზე სამჯერ უარის თქმის შემდეგ, მინისტრთა თანამდებობების მესამედზე მეტი რჩება ვაკანტური; კანონპროექტი განსაზღვრავს საპარლამენტო არჩევნების თარიღის დადგენის წესს; პრეზიდენტს ენიჭება ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურის დამტკიცების უფლებამოსილება; შემოთავაზებულია ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება ცალკე კანონით განისაზღვროს.
კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს ეს საკითხი პარლამენტის სესიის მომდევნო სხდომაზე პირველი მოსმენით გაიტანონ დასამტკიცებლად“.

წინასწარი ინფორმაციით, სხდომა 15 ნოემბერს არის დაგეგმილი. იმავე დღეს ე.წ. პარლამენტი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ რუსულ - აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვას გეგმავს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

ასლან ბჟანიამ 2020 წლის 9 ოქტომბერს ხელი მოაწერა განკარგულებას „საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის“ შექმნის შესახებ. მისი წევრების უმეტესობა პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმების მომხრე იყო.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“.

აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა. 


ამავე თემაზე;


სოხუმში ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ“

ეს ფაქტიურად აფხაზური მიწების სამუდამოდ გასხვისების გზაა, - აფხაზური ოპოზიცია რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულებაზე.

დაძაბულობა სოხუმში - ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა მოიწვია



 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / მაისი 2025
სოხუმში სროლა იყო, მოკლულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას მედია კლუბი „Аҧсны.иахьа“ ავრცელებს.
09 / მაისი 2025
აფხაზეთისა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოსკოვში 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
09 / მაისი 2025
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი თარბეი (თაბო) არქანია ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ახლობლებმა დაადასტურეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.