ახალი ამბები
სოხუმში ე.წ. პარლამენტმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პარლამენტის” წევრებმა ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირეს.

„სპიკერმა“ ლაშა აშუბამ სახალხო კრების სხდომაზე განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ერთი საკითხი - ბჟანიას გადადგომა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31 "დეპუტატმა", 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა 28 "დეპუტატმა", ერთი კი წინააღმდეგი იყო.

"აფსნიპრესის" თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა შეასრულებს, "პრემიერ-მინისტრის" პოსტზე " კი პარლამენტის ყოფილი „სპიკერი" ვალერი ბგანბა დაინიშნა.

სოხუმში მდებარე ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას.

„ყველა სამთავრობო შენობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაცვის ქვეშაა, საპროტესტო აქციის ყველა მონაწილემ დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი“, - იუწყებოდა ადგილობრივი მედია.

სოხუმში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა, რა დროსაც ე.წ. პარლამენტში რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი  ჩაიშალა. 

მომიტინგეები, რომლებიც მოსკოვთან შეთანხმებას აპროტესტებდნენ, „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის და „პარლამენტის“ შენობებში შეიჭრნენ, შემდეგ კი ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.