ახალი ამბები
ლუკაშენკო აფხაზეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, - მედია
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.

ამის შესახებ ბელორუსმა პოლიტოლოგმა დიმიტრი ბოლკუნეცმა ისაუბრა, „აფხაზეთის ახალი ამბების პორტალზე“ დაყრდნობით. ტელეგრამის არხმა, მანამდე გამოქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, აფხაზი საჯარო პირების ოფისებში იყო ნაპოვნი, წერს „ეხო კავკაზა“.


„ასევე იგეგმება სამი რესტორნის, დახურული და ღია საცურაო აუზების, საბავშვო და რეკრეაციული ზონის, სპორტული მოედნების მოწყობა, ასევე ცალკე 8 VIP - სახლის განთავსება. კომპლექსთან, სულ მცირე, ორი ნავმისადგომის აშენება იგეგმება. რომელთაგან ერთ-ერთი იქნება VIP იახტებისთვის“, - წერს ბოლკუნეცი.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, მის მიერ კონტროლირებად კომპანიას, 20 ჰექტარზე განთავსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა, „დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად“, კერძოდ კი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, შავი ზღვის სანაპიროზე, სანატორიუმის და საკურორტო კომპლექსის მშენებლობისთვის. 

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ, უხეშად უპასუხა ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის მოთხოვნას, რომელმაც აფხაზურ „საგამოძიებო უწყებასთან“ დეტალების გარკვევას ცდილობდა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია, თუმცა, 2022 წლის 28 სექტემბერს ის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

მანამდე, 2022 წლის აგვისტოში, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „აფხაზეთი მზადაა რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს“.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.