ახალი ამბები
ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ
პარტია "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, "იარაღის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ცესკოს წევრებსაც ექნებათ.

ამავე ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ, მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს იმ წევრებს შეუნარჩუნდებათ, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდნენ. ეს არ ეხება იმ პირებს, რომელთა მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.