ახალი ამბები
ლიეტუველი უფლებადამცველი, რეგინა ეგოროვა - ასკეროვა, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში არ შემოუშვეს
შვედური ორგანიზაციის, Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი, რეგინა ეგოროვა - ასკეროვა, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში არ შემოუშვეს.

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ყოფილი ჟურნალისტია, ის საქართველოში ოჯახთან, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

20 მარტს მან ფეისბუკზე დაწერა: „ზუსტად 15 წლის შემდეგ, ჩემს საყვარელ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მომცეს, ეს ცხადად აჩვენებს, თუ სად იმყოფება ახლა ქვეყანა“, - წერს ეგოროვა - ასკეროვა.

მან გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საზღვარზე გადაცემული დოკუმენტი, რომელშიც საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზი დაუზუსტებელია - მითითებულია „სხვა მიზეზი“.

მისი თქმით, იგი ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნეს უკან.

წლების წინ, რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ზუგდიდში, რადიო „ათინათში“ მუშაობდა, როგორც გაცვლითი მოხალისეობრივი პროგრამის მონაწილე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.