ახალი ამბები
სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, საყურადღებო ტენდენციები, რაც ხელისუფლების მხრიდან სათანადო და დროულ რეაგირებას საჭიროებს. ამის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატმა საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, დოკუმენტის პირველ თავში ხაზგასმულია, რომ დღემდე დაუსჯელი არიან თამაზ გინტურის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„განხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებები, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და უკანონო პატიმრობის შემთხვევები, გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შეზღუდვები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები. საუბარია ასევე, დევნილთა განსახლების პრობლემებზე“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამასთან, სახალხო დამცველის განმარტებით, 2024 წელს განსაკუთრებით მძიმე ფორმა მიიღო საპროტესტო აქციებზე გამოვლენილმა უფლებადარღვევებმა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, იყო უცნობი პირების მიერ სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნისა და მათზე ძალადობის, ორგანიზებული სატელეფონო მუქარების და სხვადასხვა სახით გამოხატული ძალადობრივი შეუწყნარებლობის შემთხვევები.

„2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი მოინახულეს. მათგან 360 პირი (57.7%) არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის ჩადენისათვის დღემდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა მზღუდავმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ქვეყანაში არსებულმა საფრთხის შემცველმა გარემომ და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელმა მოძველებულმა კანონმდებლობამ; ასევე, მაღალი თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან წარმოებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, დასახვეწია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესები.

”სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვთა სიღარიბის მასშტაბები. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 369,924-ს შეადგენს, აქედან საარსებო შემწეობას 270,712 ბავშვი იღებს.

სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საქართველოში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში, ბოლო წელს 15.6%-დან 16.2%-მდე გაიზარდა. რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ხანდაზმულთა მაჩვენებელიც. ასევე საგულისხმოა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის გამოვლენის, შეფასებისა და რეაგირების ღონისძიებების ხარვეზები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა. არ არსებობს ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე შშმ პირთა წვდომის სტანდარტი. გამოწვევებს შორისაა განათლების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები, ძალადობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, მართლმსაჯულებაზე წვდომა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა და ხარისხი.

წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის ფსიქიატრიული და შშმ პირთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.