ახალი ამბები
აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის რუსული საპენსიო ბარათები ადგილზე გაიცემა, - მედია
რუსეთის პრომსვიაზბანკის წარმომადგენლები აფხაზეთში ჩავლენ და რუსულ საბანკო ბარათებს, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, ადგილზე გაუფორმებენ. 2025 წლის 1 ივლისამდე კი პენსიონერები ძველი სქემებით  მიიღებენ საპენსიო ანაზღაურებას.

ამის შესახებ, დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ ბადარა გუნბასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სერგეი კირიენკოს „აფხაზეთის სბერბანკში“ გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ბადრა გუნბამ ასეთი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა კირიენკოს და აღნიშნა, რომ „პენსიონერებს ძალიან უჭირთ საზღვრების გადაკვეთა საპენსიო დოკუმენტების მისაღებად".

"ვიცი, რომ ამ საქმის უკან უზარმაზარი სამუშაო დგას. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები დააფასებენ იმას, რასაც აკეთებთ", - თქვა მან.

თავის მხრივ, კირიენკომ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც გუნბამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ეს თხოვნა გააჟღერა, რუსეთის პრეზიდენტმა  „მკაცრი ბრძანებები მისცა მათ, ამ შეხვედრის შედეგების მიხედვით“ და დასძინა:

„ის, რაზეც თქვენ შეათანხმეთ რუსეთის პრეზიდენტთან, აუცილებლად შესრულდება“.

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 54,73%, ხოლო მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

2 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა.

5 მარტს პუტინმა გუნბა კრემლში მიიღო, ამასთან, აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და სხვა საკითხების, მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ რუსული მართვის მოწმობები გამარტივებული წესით გაიცემა.

ბადრა გუნბას, "ინაუგურაცია", სოხუმში 2 აპრილს გაიმართა.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა გუნბა ბადრა გუნბა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოსკოვში მიიწვია.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ყოფილი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია, 2024 წლის 9 მაისს, მოსკოვში სამხედრო აღლუმზე დასასწრებად არ მიიწვია.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანია არც ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზ ესწრებოდა, რომელიც 7 მაისს გაიმართა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.